ადვოკატი ზვიად დევდარიანის პირადი ტელეფონებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის პირადი ტელეფონებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

როგორც დიმიტრი გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის უახლოესი დღეების განმავლობაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს, რათა მოხდეს ზვიად დევდარიანის მობილური ტელეფონებისთვის ექსპერტიზის ჩატარება.

ადვოკატის განცხადებით, ყველა მიმოწერა და SMS აღნიშნულ ტელეფონებში ინახება. გაბუნიას თქმით, მათ სურთ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე გაირკვეს.

ამასთან, გაბუნიას თქმით, აღნიშნული მიმოწერის გასაჯაროება ამ ეტაპზე არ მოხდება, რადგან მათი მხრიდანაც კანონი არ დაირღვეს.

ზვიად დევდარიანი და მისი უფლებების დამცველი დიმიტრი გაბუნია მიმდინარე პროცესებს დევდარიანის საქმიანობას უკავშირებენ.

“ეჭვი გვაქვს, ეს უკავშირდება ზვიად დევდარიანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩევის საკითხს და კონკრეტულმა ფოკუსჯგუფებმა ააგორეს კამპანია. ჩვენ სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ ამ ეტაპზე”, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა