კახა კუჭავა „ნაციონალურ მოძრაობას“ - რატომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც „არემჯი გოლდის“ მეწილეა

მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რატომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა „არემჯი გოლდს“ და დღესაც მეწილეა, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კომიტეტის სხდომაზე, სადაც გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ.

„მაშინ, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ წევრი კაკო ბობოხიძე ამ კომიტეტის თავმჯდომარე, მიიღეთ კანონი, რომლითაც კომპანიას ჩამოაწერეთ პასუხისმგებლობა ყველა ძველ დარღვევაზე. ეს გაფორმდა ხელშეკრულებით“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, დღეს გახდა უცებ ოპოზიციისთვის ბოლნისი საინტერესო, მაშინ როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არის დაწყებული და იგივე ხდება ჭიათურაში, ზესტაფონში, რუსთავში.

„ამ კომპანიებს სათითაოდ უნდა მიეხედოს და გაეცეს პასუხი, თუ რამე დარღვევები აქვს, მათ შორის „არემჯის“. მაგრამ საინტერესოა თქვენი ახლა დაწყებული განცხადებები, უბრალოდ სირცხვილია ეს“, - განაცხადა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა