საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და განათლების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრი" და სსმს აქტიურ თანამშრომლობის ფაზაზე გადადიან, კონკრეტულად კი, დაიწყება საერთო პროექტების განხორციელება, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში მეხანძრე-მაშველების შვილები ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა მიერ განსახორციელებელ პროექტებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიზნით მოქმედ პროგრამებში მათი მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა, აგრეთვე ცენტრსა და სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის პრინციპების, ფორმებისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.

მემორანდუმს ხელი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის" უფროსმა გიგა გაბელიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო