თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სპეციალური პროგრამით 517 სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი გადამზადდა

სპეციალური პროგრამით თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 517 სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი გადამზადდა. აღნიშნული თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებს დღეს გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, სხვადასხვა საბავშვო ბაღის დირექტორები და სხვა პირები ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ გვაქვს შეჯამება ჩვენი დიდი პროექტის, რომელიც გულისხმობს, მულტიდისციპლინარული ჯგუფის გადამზადებას. კონკრეტულად, გადამზადდა 517 ფსიქოლოგი, ლოგოპედი და სპეცპედაგოგი. მათთვის მომზადდა სახელმძღვანელო. სწორედ ეს ჯგუფი ყოველდღიურად ზრუნავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე. ეს თანამშრომლები 171 საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თავის მხრივ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში განხორციელებულ რეფორმებიდან ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, საბავშვო ბაღები კვალიფიციური ფსიქოლოგით, ლოგოპედითა და სპეცპედაგოგით დაკომპლექტდა.

„ეს არის მუდმივი პროცესი და ჩვენ კვლავაც ვიზრუნებთ  მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ბაგა-ბაღების რეფორმის ფარგლებში ინკლუზია ერთ-ერთ აქტიურ კომპონენტად რჩება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს