პროკურორი - გიორგი გიორგანაშვილს ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები შეკრიბა

პროკურორის განმარტებით, გიორგი გიორგანაშვილს ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც გამოძიებამ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები შეკრიბა. როგორც გიორგანაშვილის საქმის პროკურორმა ირინა ჩოჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯაბა ხულორდავა ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, თუმცა არა ერთადერთი.

ჩოჩიას თქმით, გიორგანაშვილის როლი ამ საქმეში საზღვარგარეთ ნარკოტიკების შეძენა და ხულორდავასთვის გადაცემა იყო.

"გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს წარედგინათ ბრალდება, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი თუ სხვა სახის მტკიცებულებები, რომელიც ნამდვილად ადასტურებენ,რომ გიორგი გიორგანაშვილმა, ირაკლი ქორიძემ და ჯაბა ხულორდავამ ორგანიზებულად შეიმუშავეს გეგმა და გაინაწილეს როლები. გიორგანაშვილის როლი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ საზღვარგარეთ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რაც თურქეთის ტერიტორიაზე გადასცა ჯაბა ხულორდავას, რომელმაც რეანომობილის მეშვეობით 900 აბამდე ნატკოტიკული საშუალება შემოიტანა საქართველოში“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, რატომ წაუყენეს გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის მაშინ როცა მის წინააღმდეგ ჯაბა ხულორდავას ჩვენება 10 თვის წინ აქვს მიცემული, პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულების მიმართ საკმარისი მტკიცებულებების შეკრების შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გატარდა.

"გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთი პირის ჩვენება, როგორო ინფორმაციულიც არ უნდა იყოს, საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვადასხვა ინფორმაციები. შესაბამისად, წარედგინა ბრალდება", - აღნიშნა ირინე ჩოჩიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგანაშვილს ახალი ბრალი გუშინ წაუყენეს, რომელიც სასჯელის სახით 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა