გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საწყის წერტილს დაუბრუნდეს, ტაქტიკად აირჩია ის, რაც 2003-2004 წლებში ჰქონდა

ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საკითხი არ გაირკვევა, არ ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან სადავო ძალიან ბევრია.

„სააკაშვილს უნდა ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს ვინმე პიჯაკებისთვის ედავება. მას წაყენებული აქვს სერიოზული ბრალდებები და კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ვფიქრობ, რომ ცდილობს საწყის წერტილს დაუბრუნდეს. ტაქტიკად აირჩია ის, რაც 2003-2004 წლებში ჰქონდა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გადაიარა სააკაშვილის მმართველობამ კონკრეტული ადამიანების და ოჯახების კისერზე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ”ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო