„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - პროფესორი მიხეილ ომიაძე თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელთან, „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინფორმაციით, დღეს, პროფესორი მიხეილ ომიაძე თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელთან „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები. მათივე ინფორმაციით, პროფესორი აღნიშნავს, რომ მისთვის საინტერესოა ასეთი კორპორაციის სათაო კლინიკაში მუშაობა. „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ამბობენ, მაქსიმალიზმი დამღუპველიაო, მაგრამ ადამიანი მაქსიმალისტი უნდა იყო, რომ მინიმუმს მაინც მიაღწიო. ბევრი ადამიანისთვის დიპლომის აღება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოადგენს. მიხეილ ომიაძე ასეთების რიცხვს არ მიეკუთვნება. ის საქართველოში მიღებული განათლებით არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე კონტინენტი მოიარა იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აემაღლებინა.

მან საქართველოში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, შემდეგ გაემგზავრა მოსკოვის ფიოდორვის თვალის მიკროქირურგიის ცენტრში, სადაც გაიარა ორდინატურა, დოქტორანტურა და დაიცვა დისერტაცია. ამის შემდეგ სტაჟირებაზე წავიდა ინსბრუკში, ასევე კვალიფიკაცია აიმაღლა ამერიკაში, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის ვილმერის სახელობის კლინიკაში და შეისწავლა ხელოვნური რქოვანას გადანერგვის მეთოდები. 2016 წელს იმყოფებოდა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, სადაც შეისწავლა კერატოკონუსის მკურნალობა „ფემტო ლაზერ“ ის გამოყენებით. მიხეილ ომიაძემ დრო და ენერგია არ დაიშურა, იმოგზაურა რამდენიმე ქვეყანაში, რათა გაეღრმავებინა ცოდნა და მიღებული გამოცდილება ქართველი მოსახლეობისთვის გაეზიარებინა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული დიპლომი საზღვარგარეთ არ არის აღიარებული, ქართველ ექიმებს უფლება არ აქვთ აწარმოონ პროფესიული პრაქტიკული საქმიანობა, თუ არ ჩააბარებენ ადგილობრივ გამოცდებს. მიუხედავად ამისა, მიხეილ ომიაძეს იტალიის თვალის ასოციაციის გამგეობამ უფლება მისცა, ჩაეტარებინა საჩვენებელი ოპერაცია, თვალის კონფერენციაზე. მან ჩაატარა კატარაქტის ოპერაცია ხელოვნური ბროლის გადანერგვით „ცოცხალი ქირურგიის“ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციის ტრანსლირება მიმდინარეობდა საკონფერენციო დარბაზში, სადაც იმყოფებოდნენ მისი კოლეგები მთელი მსოფლიოდან.

დღეს, პროფესორი მიხეილ ომიაძე თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელთან „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები. როგორც თვითონ აღნიშნა, მისთვის საინტერესოა ასეთი კორპორაციის სათაო კლინიკაში მუშაობა.

მიხეილ ომიაძე თავის პროფესიაზე გვიყვება და გვიხსნის, რომ კატარაქტა - თვალის ბროლის შემღვრევა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას სრულ დაკარგვამდე. კატარაქტა მოსახლეობის თითქმის 60% -ს აწუხებს და უმეტესად თავს იჩენს 65-70 წლის ასაკში. ამ პრობლემების გამოსწორება ქირურგიული გზითაა შესაძლებელი, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ოპერაცია უმტკივნეულოა და შედეგი ოპერაციის დასრულებისთანავე დგება. ასევე თვალის დაავადებებს შორის გავრცელებულია ახლო, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი, რომელიც მოსახლეობის 25% - ს აწუხებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამჟამად გამოიყენება ფემტოექსიმერ ლაზერი, რომლითაც უკვე აღჭურვილია ევექსის რეგიონული ჰოსპიტალი. ამ დანადგარმა ქირურგებს საშუალება მისცა, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ.

მიხეილი დამწყებ მედიკოსებს ურჩევს, რომ არასოდეს დაკმაყოფილდნენ მინიმუმით, ხელიდან არ გაუშვან შანსი, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ ცოდნა და გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა იყვნენ საუკეთესოები. „მითუმეტეს რომ არსებობს ევროპული და ამერიკული გრანტები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება აქვთ უფასოდ გაემგზავროს 3-დან 6 თვემდე ან 1 წლამდე უცხოეთის კლინიკებში. ევროპისა და ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაცია ხელს უწყობს ასეთი კადრის მიღებას. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელი დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ“, - აღნიშნულია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა