დიმიტრი ხუნდაძე - ჩნდება კითხვა, ხომ არ მუშაობს სააკაშვილი „ნაცმოძრაობის” ჩაძირვაზე და მისი განაყოფი პარტიების გაძლიერებაზე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინაში და ევროპაში ხელმოცარული მიხეილ სააკაშვილი საკუთარ რეაბილიტაციას საქართველოში აპირებს, თუნდაც ციხეში წასვლით. დეპუტატის აზრით, ეს იქნება უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური დასასრული.

„რაც ვერ გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“, უკეთებს საკუთარი თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილის ყოველი ასეთი გამოსვლა მოსახლეობას იმ მინელებულ სიბრაზეს უღვიძებს, რა განწყობითაც ეს პარტია ხელისუფლებას ჩამოაცილა. არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს გააზრებული არ ჰქონდეს, უბრალოდ, მას ახლა მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავს გადასარჩენი და ამისთვის ყველაფერს იმეტებს. მან ქვეყანა გაიმეტა საკუთრი მიზნებისთვის და პარტია მისთვის რას წარმოადგენს?

უკრაინაში ხელმოცარულმა რევოლუციონერმა ბედი ევროპაში სცადა, თუმცა, ევროპა საკუთარ პოლიტიკას მისნაირი ავანტიურისტებით არ მართავს. ამიტომ, სააკაშვილის რეაბილიტაციის ერთადერთი გზა საქართველოში ჩამოსვლა დარჩა, თუნდაც ციხეში წასვლით. ის პიარ-ტექნოლოგიებს საუკეთესოდ ფლობს და ბუნებრივია, წამებულის მანტიასაც კარგად მოირგებს. თუმცა, სააკაშვილის ვაჟკაცობა ყველას გვაქვს ნანახი და ეყოფა თუ არა გამბედაობა ამისთვის, ეს ცალკე საკითხია.

ფაქტია, სააკაშვილის ყოველ განცხადებას მისი პარტია რეალურ დასასრულამდე მიჰყავს. ამის ფონზე, ბუნებრივია ძლიერდებიან მისი განაყოფი პარტიები, რომელთა ღირებულებები და იდეოლოგია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, ხომ არ მუშაობს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაძირვაზე და მისი განაყოფი პარტიების გაძლიერებაზე? კითხვა ლეგიტიმურია და პასუხს ალბათ მალევე კონკრეტული შედეგებით მივიღებთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა