უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სააკაშვილის მოთხოვნა დამატებითი სტატუსის მინიჭების თაობაზე უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ იყო უარყოფილი. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერად სცნო. მიხეილ სააკაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იგი. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს.

„სააკშვილის საკასაციო სარჩელი მისი ადვოკატების გამოძახების გარეშე განიხილეს და ამით მიხეილ სააკაშვილის დაცვაზე უფლება დაირღვა“, - ნათქვამია მისი პარტიის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ადვოკატები სარჩელით მიმართავენ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა