ხორავას ქუჩაზე მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - გამოძიების მიერ მოპოვებული აუდიო მტკიცებულება ადასტურებს, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ

გამოძიების მიერ მოპოვებული აუდიო მტკიცებულება ადასტურებს, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ და ასევე სხვა პირები, დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. როგორც მან დღევანდელი პროცესის შემდეგ აღნიშნა, ბრალდების მხარის მიერ დღეს გამოკვლეული მტკიცებულება, მისი აზრით დაცვის მხარის პოზიციას ამყარებს.

„ყველა ეს აუდიო მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერაა მოპოვებული, ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას და გამორიცხავს ბრალდების მხარის პოზიციას. ეს მტკიცებულებები ადასტურებს ბევრ ისეთ გარემოებას, რომელიც ზუსტად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და ზუსტად ჯდება იმ ჩვენებაში, რომლის მიცემასაც სასამართლოზე ბრალდებულები აპირებენ. ეს მტკიცებულება ადასტურებს იმასაც, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ და ასევე ადასტურებს იმასაც, რომ სხვა პირები, დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოზე ასევე გამოკვლეული იქნება სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით, ჩემი აზრით სასამართლომ უტყუარად უნდა დაინახოს, რომ სხვა პირებმა მიაყენეს კონკრეტულ პირს ჭრილობები. სამწუხაროდ ეს პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს“, - განაცხადა კაკაბაძემ და აქვე დასძინა, რომ გამოძიება თავიდანვე ობიექტურად რომ ჩატარებულიყო, დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა