რომან გოცირიძე მინისტრს - გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია RMG, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქნახშირი“ და „ჰაიდელბერგ ცემენტი“, ამ ოთხიდან, რომელი რამდენი მილიონით დააჯარიმეთ?

საქართველოში გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელი 4 საწარმოა - RMG, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქნახშირი“ და „ჰაიდელბერგ ცემენტი“. გთხოვთ მიპასუხოთ, ამ ოთხიდან, რომელი რამდენი მილიონი ლარით დააჯარიმეთ?! - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა.

რომან გოცირიძე მინისტრს ასევე ჰკითხა, ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამო, რატომ არ შეიყვანა დროებითი მმართველი RMG-ში და რატომ არის შერჩევითი სამართალი.

„თქვენ 360 ლარით დააჯარიმეთ „ჭიათურ მანგანუმი“. არ ვიცი , შეიძლება დასაჯარიმებელი იყო, მაგრამ რატომ არ აჯარიმებთ „ჰაიდელბერგ ცემენტს“, რომელიც არის ივანიშვილის საკუთრება. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ორჯერ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს ჯარიმას, შესაძლებელია სამართლიან ჯარიმას, მოჰყვა ქონების ექსპროპრეაცია. თქვენ ამერიკელი და უკრაინელი ინვესტორი გააძევეთ ჭიათურიდან და შეიყვანეთ დროებითი ადმინისტრაცია. დღეს „ფეროს“ და „ჭიათურას“ მართავენ ის ადამიანები, რომელმაც ეს საწარმოები გაანადგურეს შევარდნაძის დროს. რატომ არ შეიყვანეთ დროებითი ადმინისტრაცია RMG-ში? სწორედ ეს არის შერჩევითი მიდგომა. ერთს აჯარიმებთ იმდენით, რომ მისი აქტივები არც არის 360 მილიონი, ხოლო მეორეს აჯარიმებთ იმდენით, რომ სასაცილოა. RMG-მ ამ ხელისუფლების პირობებში 1.7 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე და აჯარიმებთ ასე მცირე თანხით. აპირებთ თუ არა RMG-ის რეალურად დაჯარიმებას და იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც ადგება გარემოს?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა