ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც კონკრეტული პირის გარდაცვლილთან შემხებლობას ადასტურებს.

„საქმეს დაერთო ახალი მტკიცებულება, ექსპერტიზის ახალი დასკვნა, საიდანაც დასტურდება ყველაფერი ის, რაზეც პირველივე დღიდან ვაპელირებთ დაცვის მხარე. ამ მტკიცებულებით დასტურდება კონკრეტული პირის გარდაცვლილთან შემხებლობა. შეიძლება კონკრეტული პირის ჩვენებით გამოირიცხებოდეს მისი შემხებლობა გარდაცვლილთან, თუმცა ამის მიუხედავად, ექსპერტიზის დასკვნა არის უტყუარი და მაღალი სანდოობის მქონე მტკიცებულება, შესაბამისად, სასამართლომ ის უნდა გაიზიაროს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს