მაია ცქიტიშვილმა და რწმუნებულ-გუბერნატორებმა რეგიონებში არსებული პრობლემები განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა ყურადღება რეგიონების საინვესტიციო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო მოსახლეობის პირველად საჭიროებებს და სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას.

მინისტრმა ადგილებზე არსებულ მდგომარეობასა და პრიორიტეტებზე, გუბერნატორებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი წინადადებებიც მოისმინა. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ახლო მომავალში რეგიონებში გასვლას და არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას გეგმავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს