პროკურორი - ფარულ ჩანაწერებში პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა

ფარულ საგამოძიებო ჩანაწერებში ხსენებული პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განუცხადა. ფხაკაძის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ვიდეომასალა და სხვა გარემოებები ადასტურებს ბრალდებულ პირთა ბრალეულობას, რასაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაშიც გამოიყენებს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნა სამ პირთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: მათი საუბრების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნულ მასალაში ასახული ინფორმაცია, ასევე სხვა მტკიცებულებები, ბრალდების მხარეს ერთობლიობაში აძლევს საფუძველს, რათა დაასკვნას და დაცვით სიტყვაში გამოიყენოს მტკიცებულებები და სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

აღნიშნულ ფარულ ჩანაწერებში ხსენებული პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა დანის გამოყენება”, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს