ზაზა ვაშაყმაძე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დღეს ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებილი საქმიანობა, საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ძირითადი ცნობები, მათი დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების მექანიზმები. ასევე, რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და ახალი პროექტები. სააგენტოს თავმჯდომარემ ახალ ელჩს წარმატებები უსურვა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ბრიტანეთის ელჩმა დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა, დიდი მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის.

„ბრიტანეთი არის საქართველოს მეგობარი. ეს მეგობრობა ჩვენი ქვეყნების ბევრ საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, ერთ-ერთი მათგანი არის ტოლერანტობა და ვხედავ, რომ თქვენი სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ ღირებულების დასაცავად“, – განაცხადა ვაშაყმაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა სურვილი სააგენტოს საქმიანობაში, პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიური ჩართულობის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა