სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო Gem Fest 2018-სთვის მიწის იჯარით გაცემაზე ფესტივალის ორგანიზატორებს უარს ეუბნება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო Gem Fest 2018 - სთვის მიწის იჯარით გაცემაზე, კომპანია GMF-ს უარს ეტყვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, Gem Fest 2018 - სთვის ბილეთების გაყიდვა ისე დაიწყო, რომ სახელმწიფოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და კომპანიას არ ჰქონია მიწის ნაკვეთი იჯარით აღებული. ეკატერინე სისაურის ინფორმაციით, კომპანიის განცხადებაში საუბარია, რომ ფესტივალის ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

„კომპანია GMF-მა ამ წლის 27 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომართა განცხადებით, რომ უკვე დაგეგმილი აქვთ ღონისძიება, ანაკლია განმუხურის ტურისტულ ზონაში ელექტრონული მუსიკის ფესიტვალის Gem Fest 2018 - ის ჩასატარებლად. ითხოვენ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ გადაეცეთ სარგებლობის უფლებით. კომპანია თავის წერილში აღნიშნავს, რომ ფესტივალის ჩატარების თარიღებია 9-12 აგვისტო, ბილეთების დიდი ნაწილი მათ უკვე გაყიდული აქვთ და დღესაც მიმდინარეობს ბილეთების რეალიზაცია და ამ მიზნობრიობით მათ სჭირდებათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არანაირად შეთანხმებული არ იყო და არანაირი ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობდა, ვიდრე კომპანია ბილეთების გაყიდვას დაიწყებდა. ეს მოხდა ჩვენთან ყველანაირი ადმინისტრაციული წარმოების გარეშე. მათ დაიწყეს ბილეთების გაყიდვა Gem Fest 2018-სთვის ისე, რომ იჯარით ან რაიმე სხვა უფლებით სახელმწიფოსგან აღებული არ ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, სადაც მათ უნდათ, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდეს. ჩვენ უარს მივწერთ კომპანიას აღნიშნული ტერიტორიის იჯარის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკატერინე სისაურმა.

ამასთან, ეკატერინე სისაურმა ისაუბრა Check in Georgia-ს ფარგლებში ღონისძიებებზე.

„სახელმწიფო Check in Georgia-ს ფარგლებში, გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს. სეზონზე დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები, დეტალები მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა სისაურმა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს