მოზარდებსა და ახალგაზრდებში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

მოზარდებსა და ახალგაზრდებში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს,

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს განცხადებით, თანამშრომლობის მიზანია, ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მოხდეს მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, რათა წარმოდგენა შეექმნათ ყველა იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც თან სდევს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებს, იცოდნენ იმ მოქმედებების შესახებ, რომელსაც საგანგებო სიტუაციების დროს უნდა მიმართონ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა