თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლები სააღდგომოდ ფულად წახალისებას მიიღებენ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები სააღდგომოდ ფულად წახალისებას მიიღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან“ აცნობეს, კვირის ბოლომდე ფულად წახალისებას 9 300 თანამშრომელი მიიღებს. ამ მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 1,180 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს 125 ლარი დაერიცხება, თუმცა ხელზე 100 ლარს აიღებენ. ამასთან, სააღდგომოდ 125 ლარის ოდენობით ფულად წახალისებას ვერ აიღებენ ის პირები, რომლებიც არაანაზღაურებად შვებულებაში იმყოფებიან“, – აცხადებენ სააგენტოში.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს