ნიკა მელია - საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ განიხილება

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა ნამდვილად არ განიხილება.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში დადასტურდა, რომ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ვიყო კანდიდატი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, დაახლოებით, თვე-ნახევარში გახდება ცნობილი, წარსდგება თუ არა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით.

„რამდენიმე კანდიდატზე საუბარი გუნდში არის, თუმცა გააჩნია როგორ დასრულდება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით. უმჯობესია, იყოს ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი",- აღნიშნა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა