ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები მოსახლეობას ჰაერივით სჭირდება

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ჰაერივით სჭირდება ქვეყნის მოსახლეობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"დღეს მოსახლეობის 95% წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაში იმყოფება, მხოლოდ 5% არის საამური ცხოვრებით ბედნიერი. არა მგონია ნებისმიერი პედაგოგი, პენსიონერი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები კმაყოფილები იყვნენ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენთვის მნიშვნელივანია ქვეყანა ამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან“, - განაცხადა მელიამ.

ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის „ბანკების მაფიის თარეშის“ დასრულებას და ხელფასების ზრდას გეგმავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა