დონალდ ტრამპი - პოპულარობის 50%-ს მივაღწიე, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციას Rasmussen Reports მადლობა გადაუხადა, რომლის გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი 50%-ს შეადგენს.

„მადლობას ვუხდი Rasmussen-ს სამართლიანი გამოკითხვისთვის. ახლახან პოპულარობის 50%-ს მივაღწიე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა პრეზიდენტობის იმავე პერიოდში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

Rasmussen Reports-ის კვლევის შედეგების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი 3 პუნქტით გაიზარდა და 50% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის იმავე პერიოდში, ანუ 2010 წლის 2 აპრილს ბარაკ ობამას რეიტინგი 46%-ს შეადგენდა.

ამავე კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 49% არ უჭერს მხარს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1,5 ათასმა ამერიკელმა მიიღო, ცდომილება +/- 2,5% შეადგენს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა