პარლამენტის კომიტეტებში საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის კონსტიტუციურ კანონს განიხილავენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ საქართველოს პარლამენტში საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის სხდომას დაესწრნენ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების სხდომაზე დავით გაბაიძემ და ნინო ჩხეტიამ პარლამენტის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს და ცალკეულ საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინეს.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკითხების პარლამენტის სხდომაზე გატანას ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკომიტეტო განხილვები, სავარაუდოდ, 17 აპრილისთვის დასრულდება და პარლამენტის სხდომაზე 20 აპრილამდე განიხილება.

ხვალ, 4 აპრილს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის კონსტიტუციურ კანონს ქუთაისში, პარლამენტის ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომებზე წარადგენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო