ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

დღეს, პარლამენტის ბიუროს, “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები წარედგინა, რომლის გათვალისწინებით, პირს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება.

უფრო კონკრეტულად, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა “სისხლის სამართლის კოდექსისთვის“ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე სპეციალური მუხლის დამატებას ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ერთ წლამდე.

გარდა ამისა, პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა