გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარსდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები გაიმართა და თარიღზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს და იქნება თუ არა დებატები, ნაცვლიშვილის თქმით, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ქვეყნისთვისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. ამასთან, პარლამენტში არსებული პრაქტიკის მიხედვით, პრეზიდენტის საკუთრივ საგაზაფულო სესიის პირველივე სხდომაზე არ მიდის და მისვლის თარიღი, ძირითადად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციების საგანია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა