მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაგვიკავშირდნენ და გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში მოსვლის დღედ 2 მაისი შემოგვთავაზეს

პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დღედ 2 მაისი შემოგვთავაზეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დღედ 2 მაისი შემოგვთავაზეს. ბუნებრივია პარლამენტისგან პრეზიდენტმა დასტური მიიღო. კარგია, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებენ თვალს უმრავლესობის წევრების თითოეულ განცხადებას და ცდილობენ, მათზე ადეკვატურ რეაგირებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა