„ხობის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

დღეს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტ-ჩემპიონატი „ხობის ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 2017-2018 სასწავლო წლის „ხობის ეტალონი მოსწავლე“, პატარა ფოთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თორნიკე მოდებაძე (91 ქულა) გახდა.

„მეორე ადგილი დაიკავა ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე ჩხეიძემ (87 ქულა) ხოლო, მესამე ადგილი საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, გიორგი ჭანტურიამ (85 ქულა). ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თორნიკე მოდებაძეს ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას“, - აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა