ლომარ ნიგურიანის მკვლელობის სამეზე ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა

მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის საქმეზე ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა.

ბრალდებულ მამუკა ნიგურიანის სახაზინიო ადვოკატის, როზეტა ზარქუას თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის. როგორც ზარქუამ სასამართლოზე აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს.

საქმის პროკურორის ლევან ფიფიას თქმით კი, ნიგურიანის ბრალეულობაზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებს.

შესავალი სიტყვის წარმოთქმამდე ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას ნიგურიანთან კავშირი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრალდებულს სხდომაზე არ გამოცხადების საპატიო მიზეზი ექნება.

შემდეგი სასამართლო სხდომა, რომელზეც ბრალდების მხარე რამოდენიმე მოწმის გამოკითხვას გეგმავს, 27 აპრილს გაიმართება.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მამუკა ნიგურიანის ამ დრომდე იძებნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა