ვლადიმერ ჯანჯღავა - ბატონ სალაყაიას შევახსენებ, რომ „ბადაგონის“ ინვესტირებისთვის თანხებს ჩემგან იღებდა

ბატონ სალაყაიას შევახსენებ, რომ „ბადაგონის“ ინვესტირებისთვის თანხებს ჩემგან იღებდა, - ამის შესახებ ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კომპანია „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა ამჟამინდელ მფლობელს გიორგი სალაყაიას წილის მითვისებაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს მედიაში პასუხობს.

„ამ სამარცხვინო კამპანიის ფარგლებში, ბატონი გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს – ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას“, – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.

„რაც დღეს ხდება, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, მოვიდა დრო, ბატონ სალაყაიას შევახსენო, რომ თანხებს კომპანიის ინვესტირებისთვის იღებდა ჩემგან. ჩვენ ვმეგობრობდით და სამწუხაროდ, მან ეს ყველაფერი დაივიწყა. სამწუხაროდ, ის იგნორირებას უკეთებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს. იძულებული ვართ, თავად ვიპოვოთ გზები და სამართლიანობა აღვადგინოთ. მან ჩვენი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა“, – აცხადებს „ბადაგონის“ ინვესტორი.

„ამ სამარცხვინო კამპანიის ფარგლებში, ბატონი გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს – ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას...

სამწუხაროდ, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.

მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზღაურებას დროულად ვერ იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, ყოველთვის ვახერხებდი, თანხა გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.

ამ დროს კი ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა... ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა“, – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა „ბადაგონის“ თანამშრომლებისადმი მიმართვაში.

„არ ვარ ბოროტი ადამიანი, ეს მიქმნის პრობლემებს, მაგრამ რასაც ვუყურებ, რა ხდება, ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო. არ მინდა მისი დასჯა, რომ ვინმე დაზარალდეს, მაგრამ მინდა სამართლის აღდგენა.

ბოლოს ყველა ზღვარს გადავიდა გოგი, ისიც იკადრა, რომ ჩემზე თქვა, „კაგებეს“ აგენტიაო. მე არცერთ ინტერვიუში ის ცუდად არ მომიხსენებია, მისგან განსხვავებით. ახლა კი თავისუფლად შემიძლია ვთქვა ხმამაღლა, რომ ის არაადამიანი, თაღლითი და აფერისტია“, – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა