რუსთავში საქართველოს ბიზნესის აკადემიის ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა - ,,მომავლის ბიზნესმენების’’ სუპერფინალი გაიმართა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა - ,,მომავლის ბიზნესმენების’’ სუპერფინალი გაიმართა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ოლიმპიადაში მონაწილეობას რუსთავის ცხრა საჯარო სკოლის XI და XII კლასის შიდა შესარჩევ თამაშებში გამარჯვებული მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებულები ფულადი პრემიებითა და საქართველოს ბიზნესის აკადემიის სასწავლო გრანტებით, ასევე პროექტის მხარდამჭერების მიერ დაწესებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს, რუსთავის მერმა საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო სუვენირი გადასცა. გარდა ამისა, როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ოლიმპიადის მონაწილე საუკეთესო გუნდის მიერ წარმოდგენილ ბიზნეს პროექტს რუსთავის მერია 500 ლარით დააფინანსებს.

ოლიმპიადა საქართვლოს ბიზნესის აკადემიის(SBA) და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) ორგანიზებით, რუსთავის მერიისა და რუსთავის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით გაიმართა.

ბიზნეს ოლიმპიადა 2016 წლიდან ტარდება და მისი ძირითადი მიზანია, დაეხმაროს სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის, მომავალში დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაში. ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, ,,ტერაბანკი“, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო