საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ქართული ლუდის კომპანიას“ BB- , ხოლო ობლიგაციებს BB საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings GmbH -მა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ბიზნეს რისკის მიხედვით „BB-“, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით „BB“ რეიტინგი მიანიჭა. „ქართული ლუდის კომპანიას“ რეიტინგი მიენიჭა ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, ბაზრის წილისა და ძლიერი საბალანსო უწყისის გამო, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია. რეიტინგის მიღებისა და ობლიგაციების გამოშვების პროცესის წარმართვაში სს „ქართული ლუდის კომპანიას“ თიბისი კაპიტალი (თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია) ეხმარება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თიბისი ბანკიდან” აცნობეს, რეიტინგის მინიჭებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტმა სს ქართული ლუდის კომპანია შეაფასა დადებითად და აღიარა კომპანიის ბიზნესის სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც დადებითი მოვლენაა როგორც კომპანიის, ასევე საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

ბანკის ინფორმაციით, ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ბაზარზე 2011 წლის 03 ივნისს დარეგისტრირდა და რეკორდულ ვადებში - 9 თვეში ბაზარზე წარადგინა ზედაზენის პირველი პროდუქცია. „ქართული ლუდის კომპანია“ უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ევროპის მოწინავე მწარმოებლების დანადგარებითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს ზედაზენის პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და მსოფლიო სტანდარტებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთი მაღალი შეფასება, დიდი წარმატებაა, რადგან რეიტინგი შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს და ამავდროულად ასახავს საერთაშორისო ექსპერტების ნდობას კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისადმი.

,,სს ქართული ლუდის კომპანია ერთ-ერთი პირველია ქართულ კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მიღებული „BB” რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ქვეყანაში მოქმედ, ადგილობრივ კერძო კომპანიებს მიუღიათ. აღნიშნული კომპანიის საქმიანობისა და სტაბილურობის მიმართ ექსპერტების მაღალი სანდოობის გამოხატულებაა და ადასტურებს იმას, რომ „ქართული ლუდის კომპანია“ სრულად შესაბამება ევროპულ სტანდარტებს - როგორც წარმოებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით, ასევე ბიზნესის მოწყობისა და მართვის მხრივ. კომპანიაში ამ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაციით გაიზრდება ხელმისაწვდომობა კაპიტალის ბაზრებზე, გაიზრდება ინვესტორების ინტერესები, რაც ხელს შეუწყობს ახალი პროექტების წამოწყებას და ქართული ეკონომიკის უფრო მეტად გაძლიერებას“, - აღნიშნა ს.ს ქართული ლუდის კომპანიის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ

ცნობისთვის, Scope Ratings GmbH საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო სააგენტოა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა აკრედიტირებული.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა