ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესასწავლად ექსპერტიზა ჩატარდება

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს.

სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა კომისია, რომელმაც შენობის ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე საექსპერტო შესყიდვების თაობაზე. კერძოდ, ჩატარდეს ექსპერტიზა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

დასკვნის შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. შემთხვევა ერთ-ერთი მობინადრის აბაზანაში მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ დედას ნგრევის ხმა მოესმა და მცირეწლოვანი ბავშვის აბაზანიდან გამოყვანა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სოციალურ საცხოვრისში 80 ოჯახი ცხოვრობს. ნიკეას ქუჩაზე 5-სართულიანი ნაგებობა ქუთაისის მერიამ უსახლკარო მოქალაქეებისთვის გასულ წელს ააშენა და სპეციალურმა კომისიამ საცხოვრისში საცხოვრებლად რამდენიმე ასეული განცხადებიდან 80 ოჯახი შეარჩია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა