ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სარეკრეაციო ტერიტორიებში მშენებლობების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომამ განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც წესდება შეზღუდვები სარეკრეაციო ტერიტორიებში მშენებლობებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლკამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროქტის მიღების მიზანს წარმოადგენს საერთო ჯანსაღი გარემოს შექმნის წახალისება და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ასევე, საერთო სივრცეში სპორტული და სარეკრეაციო ზონების განვითარება.

ფრაქციის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიის ცნება, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიებში დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გაცემა, გარდა ისეთი სახის მშენებლობებისა, რომლებიც არ სცილდება ამგვარი ტერიტორიების ფუნქციური გამოყენების მიზნებს.

„ჯანსაღი გარემოს შექმნა ჩვენი სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ საკითხს უნდა წარმოადგენდეს, განსაკუთრებით იმ მწვავე რეალობის ფონზე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს - ყოველდღიურად უამრავი სპორტული ობიექტი თუ სარეკრეაციო ზონა ეწირება სხვადასხვა სახის მშენებლობებს, რის გამოც ქალაქში უფრო და უფრო ნაკლები გამწვანებული ტერიტორია რჩება და საზოგადოების დასვენებისათვის განკუთვნილი ადგილები დღითიდღე იკლებს.

ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ზემოხსენებული პრობლემის მოგვარებას ემსახურება და ხელს უწყობს როგორც არსებული სკვერებისა და პარკების მოწესრიგებას, ისე ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, სარეკრეაციო ზონებში სპორტული მოედნების ინტეგრირებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“ - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.

3 აპრილს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა