ხობის მუნიციპალიტეტში ფაროსანას დამჭერი 158 ხაფანგი დამონტაჟდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პირველი ხორგის, შუა ხორგის, ქარიატის, ყულევის და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე, მავნებლის განადგურების მექანიკურ ხერხებზე და შესაწამლი პრეპარატების გამოყენების წესზე ისაუბრეს.

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მავნებლის დამჭერი ხაფანგების (ფერომონები) განთავსება დასრულდა; სულ დამონტაჟდა 158 ერთეული ხაფანგი.

მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო