ევროპაში დაგეგმილი ავიარეისების ნაწილი, შესაძლოა, გადაიდოს

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (Eurocontrol) ავიანაკადის გაფართოებული ტაქტიკური მართვის სისტემის შეფერხების შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერშია“ განთავსებული.

„მიმდინარეობს გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევების დროს განსახორციელებული პროცედურები, რომლებიც შეამცირებს ევროპული ქსელის გატარების შესაძლებლობას 10 %-ით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„Eurocontrol“-ში ასევე განაცხადეს, რომ პრობლემა აღმოჩენილია და მიმდინარეობს სისტემის აღსადგენი სამუშაოები. „მოსალოდნელია, რომ სისტემა გვიან ღამით აღდგება. ავიაკომპანიების ოპერატორებს სთხოვენ გადაწერონ ყველა გასაფრენი გეგმა რეისებისთვის, რომლებიც დაგეგმილი იყო მსოფლიო კოორდინირებული დროის 10.26 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს