ავიანაკადის გაფართოებული ტაქტიკური მართვის სისტემის შეფერხების მიუხედავად, საქართველოში ავიარეისები გეგმურად ხორციელდება

ავიანაკადის გაფართოებული ტაქტიკური მართვის სისტემის შეფერხების მიუხედავად, საქართველოში ავიარეისები გეგმურად ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განუცხადეს, ევროპის მიმართულებით რეისების გაუქმების ან გადადების შესახებ მათ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (Eurocontrol) ავიანაკადის გაფართოებული სისტემის ტაქტიკური მართვის სისტემის შეფერხების შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერშია“ განთავსებული.

„მიმდინარეობს გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევების დროს განსახორციელებული პროცედურები, რომლებიც შეამცირებს ევროპული ქსელის გატარების შესაძლებლობას 10 %-ით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„Eurocontrol“-ში ასევე განაცხადეს, რომ პრობლემა აღმოჩენილია და მიმდინარეობს სისტემის აღსადგენი სამუშაოები. „მოსალოდნელია, რომ სისტემა გვიან ღამით აღდგება. ავიაკომპანიების ოპერატორებს სთხოვენ გადაწერონ ყველა გასაფრენი გეგმა რეისებისთვის, რომლებიც დაგეგმილი იყო მსოფლიო კოორდინირებული დროის 10.26 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო