ზვიად დევდარიანის ადვოკატები ექსპერტიზის ბიუროს ხვალ ოფიციალურად მიმართავენ

ზვიად დევდარიანის ინტერესების დამცველი ადვოკატები, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, მიმოწერების ამოღების და იდენტიფიცირების მიზნით ხვალ ოფიციალურად მიმართავენ.

როგორც დევდარიანის ადვოკატები აცხადებენ, ზვიად დევდარიანის კუთვნილ ტელეფონებში, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეცემა, ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული მიმოწერები ინახება.

სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო.

დღეს, თავად ზვიად დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიცრუეა და ის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო