ზვიად დევდარიანის ადვოკატები ექსპერტიზის ბიუროს დღეს ოფიციალურად მიმართავენ

ზვიად დევდარიანის ინტერესების დამცველი ადვოკატები, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, მიმოწერების ამოღების და იდენტიფიცირების მიზნით დღეს ოფიციალურად მიმართავენ.

როგორც დევდარიანის ადვოკატები აცხადებენ, ზვიად დევდარიანის კუთვნილ ტელეფონებში, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეცემა, ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული მიმოწერები ინახება.

სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო.

გუშიმ, თავად ზვიად დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიცრუეა და ის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა