სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი მრგვალ მაგიდას - „რელიგიური ფუნდამენტალიზმი“ უმასპინძლებს

სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს მრგვალ მაგიდას - „რელიგიური ფუნდამენტალიზმი“ უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული კვლევების ცენტრიდან აცნობეს, დისკუსია შეეხება ფუნდამენტალიზმის ზოგად არსს, მისი გამოვლინების ფორმებს რელიგიაში, მის გამომწვევ სოციალურ, პოლიტიკურ და დოქტრინალურ მიზეზებს, თანამედროვე მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს რელიგიური ფუნდამენტალიზმის კონტექსტში.

ორგანიზატორების იფორმაციით, მრგვალ მაგიდაზე მიწვეულები არიან: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, თეოლოგები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და მისი მიზანია, აქტუალური რელიგიური თემების განხილვა გადავიდეს აკადემიურ სივრცეში და საკითხისადმი მაღალპროფესიული და კვალიფიციური მიდგომები ჩამოყალიბდეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იგეგმება დისკუსიების გამართვა საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული სხვა გამოწვევებისა და აქტუალური პრობლემების შესახებ.

პროექტის ორგანიზატორები არიან „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცეტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა და „რელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი ლადო ნარსია. პროექტის ორგანიზატორებს აქვთ რელიგიის სფეროში, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე საზოგადოებრივ თუ საგანმანათლებლო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - აცხადებენ რეგიონული კვლევების ცენტრში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა