ბექა ოდიშარია - ქაოტური გარევაჭრობისა და გარერეკლამის მკაცრი რეგულირება არის საკითხი, რომელიც სწრაფადაა მოსაგვარებელი

დედაქალაქის იერსახის მოფრთხილება, ქაოტური გარევაჭრობისა და გარერეკლამის მკაცრი რეგულირება არის საკითხი, რომელიც სწრაფადაა მოსაგვარებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებს გამოეხმაურა.

„მივესალმები ბოლო პერიოდში გამოკვეთილ ტენდენციას, რომელიც პარლამენტისა და თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივების შემუშავებაში გამოიხატება. აღნიშნული ინიციატივები მიმართულია დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების პირობების მკვეთრ გაუმჯობესებაზე. ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებებიც "ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის ნაწილია. დედაქალაქის მერს კახა კალაძეს აქვს ხედვა, რომლის საბოლოო მიზანია თბილისი მართლაც არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ფორმითა და ცხოვრების სტანდარტითაც, დაემსგავსოს ევროპული ტიპის დედაქალაქს ქართული ტრადიციული იერით. ამ თვალსაზრისით მისი იერსახის მოფრთხილება, ქაოტური გარევაჭრობისა და გარერეკლამის მკაცრი რეგულირება არის საკითხი, რომელიც სწრაფადაა მოსაგვარებელი სხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ამ პროცესებზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად და ეფექტურად იმოქმედებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილები მოიცავს სანქციების გამკაცრებას შემდეგი მიმართულებებით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება, კერძოდ, სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა