აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბათუმის პორტში მოშიმშილე თანამშრომლები მოინახულა

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მოშიმშილე თანამშრომლები მოინახულა.

აქციის მონაწილეები ზაალ მიქელაძისგან განმარტებას ითხოვდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდნენ გვიან ღამით საზღვაო ნავსადგურში სამართალდამცველები. ისინი ბათუმის ნავსადგურის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებასა და გამოძიების შეწყვეტას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უწყებაში შეტყობინება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან შევიდა.

"მუშებს თვითნებურად პატარა ხომალდები გაჰყავდათ ზღვაში და გზას ხერგავდნენ, რათა პორტიდან გემის გასვლაში ხელი შეეშალათ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპირტო კომუნიკაციის ბლოკირებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები მესამე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მათ სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ. თავის მხრივ, საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში რეორგანიზაცია არ მოხდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა