მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონს ეწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ასევე საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წამყვან ექსპერტებთან შეხვედრებს გამართავს.

კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს და აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და სამრეწველო საკითხებში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს ჯეფრი გერიშს.

საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების და კონგრესის წარმომადგენლებს და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) წევრებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს