ბორჯომის მუნიციპალიტეტში რიგით მე-8 ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს კიდევ ერთი განახლებული ბაღი შეემატა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ ტაძრისის სრულად გარემონტებული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლემა მოინახულეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეიღება შენობის გარეფასადი.

„სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯით, სამზარეულო ტექნიკით, ჭურჭელით, აუდიო-ვიდეო აპარატურით, სათამაშოებითა და წიგნებით მომარაგდა. აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მე-8, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარემონტდა. განახლებული საბავშვო ბაღი სამი სოფლის საკირის, ტაძრისისა და დგვარის 80 აღსაზრდელს მოემსახურება. სოფელ ტაძრისის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ოთახების ავეჯითა და ინვენტარით მომარაგებისათვის ჯამურად 170 000 ლარი დაიხარჯა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო