გიორგი კვირიკაშვილი მაია ცქიტიშვილს - მინდა, მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მაია ცქიტიშვილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი მომავალი საქმიანობის წარმატებაში დარწმუნებულია.

მაია ცქიტიშვილი მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას პირველად ესწრება.

„მაია ცქიტიშვილისთვის არის პირველი მთავრობის სხდომა ამ რანგში. მინდა მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაია ცქიტიშვილს.

შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა