გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ის ფარგლებში გვქონდა და 2018 წლის ორ თვეში მაღალი ზრდა დაფიქსირდა

მინდა გამოვეხმაურო პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით - საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენ გვქონდა 2017 წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ის ფარგლებში და 2018 წლის მიმდინარე 2 თვეშიც მაღალი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, თებერვლის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5.5%, ჯამში, იანვარ-თებერვლის მონაცემებით კი, 4.9%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.

„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკმაც გაზარდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებელი მთელ რიგ მაჩვენებლებში პოზიტიური ზრდით, პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორის არის საწარმოთა ბრუნვა, რომელიც ძალიან მნიშვენელოვანია, გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, 2018 წლის ბოლოს გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რათა მათ განახორციელონ ახალი გეგმები, ახალი ინვესტიციები და ეს მაჩვენებლი, რა თქმა უნდა, სხვა მთელ რიგ მაჩვენებლებთან ერთად იძლევა საკმაოდ პოზიტიურ სურათს.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის თებერვალში პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, 2018 წლის თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, იმპორტი 8.7%-ით. ამასთან პოზიტიური გავლენა ზრდაზე იქონია მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაზიარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. ზრდის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, 20.6%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 13%-მდე იყო და შემცირდა 8.7%-მდე, რაც 531 მილიონი დოლარით შემცირებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის და ეს ერთ-ერთი პოზიტიური მაჩვენებლია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა