ევროკავშირში რუსეთის ელჩი - არ ვფიქრობ, რომ სკრიპალის საქმეზე რუსეთზე ევროკავშირის ზეწოლა გაგრძელდება

ევროკავშირის ქვეყნები მომავალში არ განაგრძობენ რუსეთზე კონსოლიდირებული ზეწოლის განხორციელებას სერგეი სკრიპალის საქმეზე, - ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის კონსოლიდირებული ზეწოლა გაგრძელდება. ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარეც კი, როდესაც საუბარი იყო დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობაზე, ევროკავშირს არ გააჩნდა კონსენსუსი პრაქტიკულ ზომებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროკავშირში რუსეთის ელჩმა.

ვლადიმერ ჩიჟოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ევროკავშირის ელჩის მარკუს ედერერის დაბრუნების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. აღსანიშნავია, რომ ელჩი გამოწვეული იყო სერგეი სკრიპალის საქმის გამო.

ევროკავშირში რუსეთის ელჩი ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ Porton Down-ის მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, სად არის დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომლითაც სერგეი და იულია სკრიპალები მოიწამლნენ.

„პირადად მე არ ვარ გაოცებული ამ დასკვნით, ვინაიდან ის, რასაც ისინი „ნოვიჩოკს“ უწოდებენ, რაც სუბსტანციების მთლიან კატეგორიას წარმოადგენს, საყოველთაოდ ცნობილი რამეა. მისი დამზადების რეცეპტი ინტერნეტშიც კი შეგიძლიათ მოიძიოთ. შესაბამისად, მისი დამზადება ნებისმიერს შეეძლო“, - დასძინა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა