განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი „მუზეუმების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით, თბილისში არსებული მუზეუმების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრებოდა.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ბარიერზე, რომელიც მუზეუმს არ აძლევს სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის საშუალებას.

„მიუხედავად იმისა, რომ „მუზეუმების შესახებ“ კანონში არსებობს ჩანაწერი სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებით, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდა და გარკვეულ ბარიერს ქმნიდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების, ასევე საგრანტო რესურსების მოპოვების თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ის მასალები, რომელიც ჩვენს მუზეუმებში ინახება, არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სივრცე სამეცნიერო შრომების განვითარების კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.

პარლამენტის ინფორმაციით, მუზეუმების წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღნიშნულ სფეროში არსებული პრიორიტეტების, გამოწვევების შესახებ და საკუთარი მოსაზრებები, საინტერესო იდეები და წინადადებები გააცნეს დეპუტატებს, რაც მარიამ ჯაშის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება „მუზეუმების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო