საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის პირველი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

ქალაქ ნიქოზიაში, საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის პირველი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის საკონსულო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, ევროკავშირთან/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღებიდან ერთი წლის შემდეგ არსებული შედეგები, კვიპროსის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის შესაძლებლობა, გამოცდილების გაზიარება კრიზისების მართვის სფეროში და სხვა.

საკონსულო კონსულტაციებზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, ხოლო კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციას წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენგენისა და საკონსულო საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელი პანიკოს კირიაკუ.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეები საკონსულო სფეროში აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა