პრემიერი - სასკოლო სპორტული ოლიმპიადები ეროვნულ დონეზე ჩატარდება

სასკოლო სპორტული ოლიმპიადები ეროვნულ დონეზე ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა ქუჩაში.

„სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებთან დაკავშირებით არის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. გადაწყვეტილების მთავარი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობა გახლავთ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მოსწავლეს შეეძლება. ამ პროგრამის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება და 1700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლების 100 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს ამაში მონაწილეობას. საუბარია, 8 000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრების ჩატარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა ქუჩაში. ამიტომ, მე მივესალმები ამ ძალიან კარგ ინიციატივას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო