ხაშურში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა შეხვედრის მონაწილეებს აზიური ფაროსანას კონტროლის საშუალებებზე კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდა.

მათივე ცნობით, ნიკა მესხმა ისაუბრა დამჭერ ფერომონზე, პესტიციდსა და სხვა საშუალებებზე, რომლებიც მავნებელ მწერთან ბრძოლის წინააღმდეგ უნდა იქნას გამოყენებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცპროექტის მედიაჯგუფის წარმომადგენელმა გიგი არაბიძემ და ფსიქოლოგ-ტრენერმა მაია რაზმაძემ ფაროსანასთან ბრძოლის კამპანიისას მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

“შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სააკოორდინაციო შტაბის ოფიციალური გვერდის შესახებაც, სადაც მომხმარებელს შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის შესახებ“, - აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა