სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში, სავარაუდოდ, ვახტანგ გომელაური მივა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტს სავარაუდოდ, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარუდგენს.

კანონის გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს პარლამენტს, არაუგვიანეს 15 აპრილისა, სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე აცნობს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საკომიტეტო განხილვისას პარლამენტში, სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის მოადგილე მოვა, ხოლო პლენარული სხდომის ფორმატში დოკუმენტს ვახტანგ გომელაური წარადგენს.

მისივე ინფორმაციით, ანგარიშის საკომიტეტო განხილვა მომავალ კვირას - აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება, მომდევნო სასესიო კვირას კი, პლენარულ სხდომაზე გავა.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ გაგვიმართავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიშს პარლამენტს ვახტანგ გომელაური წარუდგენს. კომიტეტების ფორმატში წარდგენას სუს-ის უფროსის მოადგილე აკეთებს ხოლმე, მაგრამ სასესიო განხილვაზე, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელი მოდის. ძალიან საინტერესო ანგარიშია. აშკარად დავინახე, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტი ძლიერდება. უნარ-ჩვევები პერსონალს საკმაოდ უნვითარდება. შესაბამისად, ანგარიში მეტი შინაარსით არის დატვირთული. კარგად მოგეხსენებათ, რომ სუს-ის საქმიანობის 80% ოპერატიულ საიდუმლო საქმიანობას მოიცავს, რას რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ არ გამოვრიცხავს, რომ ანგარიში დახურულ რეჟიმში მოვისმინოთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს